თუ მე ვიქნები არჩეული “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პრემიერს დაუსვეს კითხვა, იქნება თუ არა დეპუტატი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.
რაც შეეხება ზოგადად „ქართული ოცნების“ გუნდს, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი, იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი.
„ახალი სახეების წარდგენა გვექნება უალხოეს მომავალში. შემიძლია, გითხრათ, ახალი სახეების გუნდი პარტიის ლიდერების მხრიდან იქნა შერჩეული მთლიანად. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. გასაუბრებათა მთელი სერია იყო და ძალიან დიდი რაოდეობა იქნა ახალგაზრდების შერჩეული.
რა თქმა უნდა, თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.