თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, დღეს 00:00 საათიდან _ 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
_ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზრდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინაორებს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა, _ აღნიშნულია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.