"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე დღეს ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩიონ.
"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით განახლებულ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი იურისტი მამუკა მდინარაძე იქნება.
მდინარაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო. უფრო ადრე კი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი.
არის "ადვოკატთა ალიანსისა" და "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" ხელმძღვანელი.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ახალი სახე სოფო კილაძეა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი.
აღიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ყრილობაზე გახდება ცნობილი.
პარტიაში არც იმაზე საუბრობენ, ვინ იქნება განახლებულ საბჭოში ძველი სახეებიდან.
ჩვენი ინფორმაციით "ქართული ოცნება-დემოკრატიურლი საქართველოს" პოლიტსაბჭოში აუცილებლად იქნებიან კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე.
ამავე თემაზე: იქნება თუ არა "ოცნების" პოლიტსაბჭოში თემურ ჭკუასელი _ დეპუტატის პირველი კომენტარი