ირაკლი ალასანიას თქმით, ეს იქნება დასაწყისი იმისა, რომ ოქტომბერში ხელისუფლება წავა და ქართველი ხალხი ოქტომბერში ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს.
მაია ფანჯიკიძემ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და მერიას, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული მოედანი არ დაუთმეს, რადგან ამდენი ხალხი, რომელიც დღეს შეიკრიბა, ვერ დაეტეოდა სტადიონზე.
აქციის მსვლელობის დროს, “გურია ნიუსმა” ძმები ლევან და გია გაჩეჩილაძეები დაინახა. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ისინი იქნებიან იქ, სადაც ქართველი ხალხია.