"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი სახეები შევიდნენ, რაც, მისივე თქმით, პარტიას ბევრ სიკეთეს მოუტანს.
"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს პარტიისთვის. ოთხი წელი არის ძალიან პატარა დრო, რომ პარტიამ თავისი საქმიანობა ხალხს დაანახოს, მეორე მხრივ, ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ განვლილი ეტაპი შევაფასოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. ბუნებრივია, არჩევნები ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია და ამ დროს უნდა მოხდეს კრიტიკულად შეფასება განვლილი ოთხი წლის”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ასევე ძალიან კარგია, რომ ძველი სახეები, დამფუძნებლები დარჩნენ პარტიაში, რადგან ეს შერწყმა ყველაზე წარმატებული უნდა იყოს პარტიისთვის”", – აღნიშნა საგანელიძემ და დასძინა, რომ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას მიესალმება.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული და ჭეშმარიტად ქართველი კაცია, დარწმუნებული ვარ არჩევნებში პარტია გაიმარჯვებს და მომდევნო ოთხი წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება", _ აღნიშნა საგანელიძემ.