შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ოპერეტიული ღონისძიებების შედეგად სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაზე ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნული ფაქტი გუშინ ე.წ. “სოკარის“ ტერიტორიაზე მოხდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 2000 ლარი გაიტაცა.
შსს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ.177 მუხლით მიმდინარეობს.



































































