VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, თბილისში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ იმართება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ღონისძიება 21 მაისამდე გაგრძელდება და მას სხვადასხვა ქვეყნებიდან რომანისტები, კრიტიკოსები, მთარგმნელები და პოეტები დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, ფესტივალზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ავსტრალიელი ავტორი პიტერ უორენ ფინლეი, რომელმაც აღნიშნული ფესტივლის პრიზი 2003 წელს მიიღო, ასევე ცნობილი ებრაელი მწერალი, სცენარისატი და დრამატურგი ეთგარ კერეტი, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, ახალგაზრდა ბრიტანელი პოეტი, ლუკა კენარდი, ჰოლანდიელი პოეტი ესტერ ნაომი პექრქვინი, წარმოშობით რუსი, ამერიკელი პოეტი ალექსანდრე გალპერი, უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი იური ანდრუკოვიჩი.