თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური 19 მაისს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ იუწყება. აღნიშნულ ინფორმაციას VESNIK KAVKAZA ავრცელებს.
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ტერორისტები მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ტერაქტს გეგმავენ.
როგორც ცნობილია, 19 მაისს თურქეთში ახალგაზრდობისა და სპორტის დღე აღინიშნება.



































































