"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად ცნობილია.
ამ თემაზე პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სია დავით ბაქრაძემ წარადგინა.
სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, მეორე ნომერი ელენე ხოშტარია.
სიაში ასევე არიან: რომან გიცირიძე, ნიკა მელია, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.
ცნობილია ისიც, რომ სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭომ მიხეილ სააკაშვილთან გაიარა.
რაც შეეხება სიის შემგედ ნომრებს, როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 45 კაციანი სია უკვე აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ მიდის დაზუსტება და შესწორებების შეტანა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სიაში ასევე არიან გიგა ბოკერია და გიორგი კანდელაკი.

































































