"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტია ძირითად ენერგიას მიმართავს "იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც ქვეყანაშია და არა შუღლზე, ნგრევაზე, გახლეჩვაზე, აგრესიაზე".
ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კომპეტენცია და ენერგია მივმართოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც ქვეყანაშია და არა შუღლზე, ნგრევაზე, გახლეჩვაზე, აგრესიაზე, რასაც ჩვენ ბოლო წლებია ვუყურებთ. ძალიან ენერგიულად დავკავდებით ეკონომიკური პრობლემების გადაჭრით, ადამიანების შემოსავლებზე ზრუნვით, ბიზნესის განვითარებით, კერძო საკუთრების დაცვით, სასამართლოს და ყველა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის უპირობო გარანტიების შექმნით, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველო გახდეს ღირსეული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო",_ აღნიშნა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია დღეს პარტიის საარცევნო სიის მეორე ნომრად დასახელდა. პირველი ნომერი სიაში დავით ბაქრაძეა. რაც შეეხება სიის დანარჩენ წევრებს, მესამე ადგილს ეკონომისტი რომან გოცირიძე იკავებს. შემდეგი სიაში ნიკა მელიაა. სიაში ასევე არიან: გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.


































































