ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლესთან ევროკავშირის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა. დღეს ოზურგეთში ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავთ ბაქრაძე იმყოფება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობაზე.
ამის შემდეგ მინისტრი შემოქმედის ეპარქიაში სასულიერო პირებს შეხვდება.
ევროპის დღეები ოზურგეთში ფლეშმობით, გურული კრიმანჭულით და ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. ოზურგეთის სპორტის სასახალესთან საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ასევე გამოფენილია ოზურგეთელი ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოები. ამ წუთებში ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს დიპლომებით და საჩუქრებით აჯილდოვებენ.