ლელა ხინიკაძე, ოზურგეთი:
_ მინდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. იმედია, ჩემი მოლოდინი გაამართლებს.
ვლადიმერ ონიანი, ოზურგეთი:
_ რასაკვირველია, უკეთესობას. მგონია, რომ ამ გაჭირვებულ ხალხს უნდა ეშველოს.
ეთერ ჯაში, ოზურგეთი:
_ ამ მთავრობიდან არაფერს კარგს არ ველოდები. მხოლოდ დაპირებები იციან.
მარინა გოგიტიძე, ოზურგეთი:
_ ყველაფერს კარგს. იმედი, ჯერჯერობით, არ გადამიწურავს.
რეზო ჩოფლიანი, ოზურგეთი:
_ ადამიანი იმედით ცოცხლობს და ვფიქრობ, რომ უკეთესობა იქნება ახალი არჩევნების შემდეგ.
ინგა თოდრია, ჩოხატაური:
_ არაფრის იმედი არ მაქვს _ გადაწურული მაქვს წყალი.
თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ მეორე ტურს.
ვახტანგ დოლიძე, ჩოხატაური:
_ უკეთეს მომავალს და ყველაფერ უკეთესს.
ქეთო ანდღულაძე, ჩოხატაური:
_ ყველაფერ კარგს და მშვიდობას.
ნიკოლოზ სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ კარგ ამბავს. სხვა რას უნდა ველოდებოდე?!
ვასილ ბერუჩაშვილი, ჩოხატაური:
_ ველოდები საქართველოს სტაბილიზაციას, კეთილდღეობას და წინსვლას.
ქეთო ცინცაძე, ჩოხატაური:
_ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ.
გიორგი ჟორჟოლიანი, ლანჩხუთი:
_ წინსვლას.
თამაზ ცინცაძე, ლანჩხუთი:
_ ყველაფერ კარგს.
რევაზ თედორაძე, ჩოხატაური:
_ საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას, გამტკიცებას, გაერთიანებას, ურთიერთმიმტევებლობას, რომელიც აკლია ჩვენს საზოგადოებას დღეს. იმედია, პარლამენტში ახალი ძალები მოვლენ, რომლებიც გაითავისებენ ხალხის მოთხოვნებს და ხალხის ცხოვრების დონე ამაღლდება.
ანი წილოსანი, ლანჩხუთი:
_ იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა და სამომავლოდ, პროცესებში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა იქნება.
მიშიკო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ მნიშვნელოვანს არაფერს.