ორი წლის წინ, სოფლის რწმუნებულის, ემზარ დოლიძის ინიციატივით, სოფელს ისტორიული სახელი დაუბრუნდა და ორი წელია, სოფლის მოსახლეობა ამაღლების დღესასწაულს ზეიმით ხვდება.
წელს დღესასწაული დოღით დაიწყეს. გაიმართა ჭიდაობა. ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების სპექტაკლი “იხვის ჭუკი” წარმოადგინეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები ღირსეულად დაიმსახურა.
დღესასწაული სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე სოფლის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა კონცერტმა დაასრულა. ბავშვებმა სოფლის ისტორია და ის ადამიანები გაიხსენეს, რომლებმაც ამაღლების სახელი ისტორიაში ჩაწერეს. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ცნობილი კინორეჟისორი, სიკო დოლიძე და გურული ფირალი, სიმონა დოლიძე.
ამაღლებლებს დღესასწაული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და ღონისძიების ორგანიზატორებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.