სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი იყო ჩართული. გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, “იმღერეს და იხუმრეს” პედაგოგებმა. კვირეულის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხალხურ საკრავიერთა ანსამბლის “ნართის” სოლო კონცერტი და ამავე ცენტრის ახალი ბენდის “გურული ბიჭების” პრეზენტაცია გაიმართა. ამაღლების დღესასწაული იზეიმეს სოფელ ამაღლებაში.
კვირეული, ადგილობრივი ძალებით მომზადებულმა კონცერტმა დაასრულა, რომელიც 26 მაისს, ღია ცის ქვეშ, დაბის ცენტრში გაიმართა.