შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, "ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).