როგორც გვითხრეს, მკვლელი და მოკლული ახლო მეზობლები იყვნენ, მათ ნათელ-მირონობა აკავშირებდათ და მკვლელობის დღეს, თანასოფლელებთან ერთად ყანაში იმყოფებოდნენ.
_ სადილზე დალიეს და წაკამათდნენ. თითქმის მთელი სოფელი იქ იყო, მაგრამ მათი კამათისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სულ ერთად იყვნენ, ერთი ღობე ჰქონდათ შუაში და ვიფიქრეთ, რომ სერიოზული არაფერი ხდებოდა. დავინახე, რომ ი.მ.-მ იქვე დაგდებული სარი აიღო და თ.ჯ.-ს ჩაარტყა, _ გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც იქ მყოფებმა გვითხრეს, თ.ჯ.-ს სახლში თავისი ფეხით წავიდა და სახლში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. ი.მ.-მ დანაშაული უკვე აღიარა.