რამდენიმე საათის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გია ფირცხალაიშვილის საცხოვრებელ სახლს, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
ხანძრის ლოკალიზების მიზნით შემთხვევის ადგილას მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ასევე, ხანძრის სიმძლავრიდან გამომდინარე, დამატებით ოზურგეთისა და ფოთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო.
ნიგოითის ადმინისტრაციაში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის გიგა დოლიძის თქმით, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სახლის მეორე სართული, ასევე დაიწვა პირველი სართულიც, თუმცა აქედან მოხერხდა საოჯახო ნივთების გამოტანა და გადარჩენა.