როგორც რუსული საინფორმაციო პორტალი Настоящее Время წერს, დღეს ცხინვალი-ახალგორის გზაზე რუსული სამხედრო ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 16-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ვერსიით, ავტოკატასტროფა ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის დაზიანებამ გამოიწვია.
როგორც სააგენტო აცხადებს, "ავტოკატასტროფა მოხდა სამხრეთ ოსეთში, (თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საქართველოში), ცხინვალი-ახალგორის გზის მაღალმთიან მონაკვეთზე."