რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მარია შარაპოვამ, შესაძლოა, დოპინგის ტესტში ჩაჭრის გამო აღარასდროს ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შარაპოვას შესაძლოა ოთხ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მოსალოდნელია მას თამაშის უფლება ექვსი ან თორმეტი თვით ჩამოართვან.
როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რაც აკრძალული პრეპარატების სიაში წელს შეიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა პრეპარატის აკრძალვის შესახებ გამაფრთხილებელი წერილისთვის ყურადღების მიუქცევლობის გამო ბოდიში მოიხადა.