თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. კაბელების საქმის მასალები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაკავებულებს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ და ვერც გაფლანგავდნენ და თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს ან თავად, ან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან გადაწყვეტილება მათ მიიღეს.
“თანხა ხადურის ინიციატივით იყო გამოყოფილი. ხადურმა თქვა, განვიხილეო, მომეწონა წინადადებაო და მთავრობისაგან მოითხოვა 6 მილიონის გამოყოფა. ამ ხალხს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ”, – განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით, მასზე ზეწოლის განსახორციელებლად მოხდა, ვინაიდან საფრანგეთში მნიშვნელოვან ხეკშეკრულებას მოაწერა ხელი.
მისივე თქმით, „სილქნეტზე“ არჩევანი გააკეთა ერთადერთი ნიშნით _ ფასი იყო ყველაზე დაბალი.