საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და პოლიტიკოსის არ მოწონება არჩევნებში არ მისვლაში არ უნდა გამოიხატოს"
_ თითოეულმა თქვენთაგანმა, თქვენი ოჯახის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკოსი მაინც მეტნაკლებად მოგწონთ, რადგან თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე ამითი პოლიტიკოსები არ დაზარალდებიან, მაინც, რომელიღაცა პოლიტიკოსი გახდება პარლამენტის წევრი.
დავზარალდებით ჩვენ, მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ის პოლიტიკოსი თქვენთან არ იქნება პასუხისმგებელი. ის იტყვის რომ ის სულ სამმა ოთხმა კაცმა აირჩია და იმათზე იფიქრებს და დანარჩენებს ეტყობა არ აინტერესებს, როგორ ვიმართებით ან რას ვშვებით.
ეს რეალობა არის გასააზრებელი და აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიური უნდა იყოთ თქვენ ამ პოლიტიკოსებთან დიალოგში შესვლაში, _ განაცხადა მარგველაშვილმა.