შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა ქალაქ ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლის იუბილეზე გააჟღერა ინიციატივა, რომ ოზურგეთში აშენდეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესია.
"ძალიან დიდი ღვაწლია აქვს N 1 საჯარო სკოლის ისტორიაში ექვთიმე თაყაიშვილს. იმ ადგილას სადაც მან დაარსა სკოლა, სადაც თვითონაც მოღვაწეობდა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი წინაპრების უკვდასაყოფად აგვეშენებინა ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესიაში გურიაში არ არსებობს." – თქვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა სიტყვით გამოსვლის დროს.