ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის 170 წლის იუბილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. ის ამ სკოლის კურსდამთავრებულია.
"მე გთავაზობთ სკოლაში შევქმნათ ფორმატი სადაც პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ მოხდება ინოვაციური პროექტების განხილვა და მათი განხორციელების მექანიზმების მოფიქრება და დაფინანსებების მოძიება. მე მზად ვარ ჩამოვიდე პერიოდულად ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად და მივიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა."– თქვა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დასასრულს სკოლის დირექტორს საჩუქრები გადასცა. "როგორც სამართალდამცავები სტრუქტურის წარმომადგენელმა მინდა ქალბატონ მაია თავართქილაძეს, სკოლის დირექტორს გადავცე ორი საუკეთესო იარაღი… წიგნი და კალამი."- თქვა მინისტრის მოადგილემ.