ქალაქ ოზურგეთში საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის გია კალანდარიშვილის და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის მხარდამჭერები უკვე ადგილზე არიან.
60/06 საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები.
"გია არის ჩემი მეგობარი და მის გვერდით ვართ. აქ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური პარტია"– გვითხრა "სახელმწიფო ხალხისათვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო მამეშვილმა.