"ის რაც მოხდა დღეს კორცხელში, არის სამარცხვინო, ამაზრზენი!" – ასე აფასებს პარლამენტარი თამარ კორძაია ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
"პოლიტიკური ოპონენტების მიმღებლობა სანამ არ დამკვიდრება, არაფერი გვეშველება და ვერ შევქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს!" – წერს "ფეისბუქზე“ თამარ კორძაია.
გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცემია ნიკა მელია, გიგა ბოკერია, აკაკი მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები.,