ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, რიგგარეშე არჩევნები, წინასწარი მონაცემებით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესო ქათამაძემ მოიგო.
ქათამაძემ გამარჯვება საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნასაკირალში, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
როგორც შევარდნაძის, ასევე საკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაბა ნასაკირალში ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებდა.