გუშინ, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რა დროსაც ნიკა მელია, გიგა ბოკერია, აკო მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები სცემეს, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
უმრავლესობამ ეს ფაქტი დაგმო და სამართალდამცავებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებმაც გააკეთეს, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც.
მაგალითად გურიის გუბერნატორის მოადგილე, "ქართული ცონების" წევრი სოსო ერქომაიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა "რეჟიმის ნაყოფია":
" ნაციონალებო, ის რაც მოიმკეთ აი ამ სურათისა და თქვენი რეჟიმის ნაყოფია!
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ჩვენ რომ მიგვეშვა მოსახლეობა თქვენ ყოველ დღე იქნებოდით ცემა-ტყეპაში..
ასე რომ მადლობა გადაგვიხადეთ იმისთვის, თქვენს მიერ გამწარებულმი ხალხი რიგში რომ არ დგას თქვენს სადარბაზოებსა და ეზოებთან! _ წერს ერქომაიშვილი და ფოსტთან ერთად ფეისბუქზე 26 მაისის ფოტოს აქვეყნებს.