ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გუშინ ნასაკირალში გამართულ არჩევნებს აფასებს-:
" გადავხედოთ დაბა ნასაკირალის საარჩევნო ისტორიას გუშინდელი არჩევნების შედეგის უკეთ გასაგებად. საქმე ის არის, რომ 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზი გვაჩვენებს, რომ აქ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთ-ერთი ყველაზე მყარი ამომრჩეველი ყავს მთელს ოზურგეთში. 2012 წლის არჩევნებში ოზურგეთში ხმების ლამის ორმაგი უპირატესობით მოიგო კოალიცია "ოცნებამ" და მისმა მაჟორიტარმა დეპუტატმა. ნასაკირალში კი ორმაგი უპირატესობა "ნაციონალურ მოძრაობას" და მის კანდიდატს ქონდა.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოზურგეთში მარგველაშვილმა 70%, ხოლო ბაქრაძემ 17% მიიღო. ნასაკირალში კი მოქმედი პრეზიდენტის უპირატესობა რამდენიმე ათეული ხმა იყო. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. უკვე "ოცნებამ" სამივე კომპონენტში მოიგო ხმების ორმაგი უპირატესობით ნასაკირალი. თუმცა ამ დაბაში ოპოზიციური პარტიის მიერ ნაჩვენები 30% ლამის ორჯერ მეტი იყო ვიდრე ოზურგეთის ოლქში ზოგადად.
2014 წლის არჩევნებში ნასაკირალში "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქონდა (გარდა კიდევ ერთი სოფლისა სადაც მოიგო კიდეც არჩევნები), მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გამარჯვებული მაშინ "ოცნების" კანდიდატ ართმელაძეთან დამარცხდა (ეს უკანასკნელი მოგვიანებით კორუფციის ბრალდებით დააკავეს). ამავდროულად წელს პირველად მოხდა რომ ნასაკირალში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა."-წერს მენაბდე.