დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დატოვა.
გიორგი ლაპანაშვილმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გადაინაცვლა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ცნობით, პარტიის დატოვების მიზეზად ის იმედგაცრუებას და მმართველი პარტიის მიერ ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას ასახელებს.
დეტალებზე ლაპანაშვილი არ საუბრობს. როგორც თავად განმარტავს, ყველაფერზე პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე, რომელიც 28 მაისს გაიმართება, ისაუბრებს.
გიორგი ლაპანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება.