პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ გუშინ, კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორცხელში არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი არ იმყოფებოდა.
"იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", _ აღნიშნა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული.
კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.


































































