თემურ ბაქანიძე, ოზურგეთი:
_ კაცი, რომელიც მიყვარს, თუ პოლიტიკაში მოვა, გვერდში დავუდგები.
იზო გოგიტიძე, ოზურგეთი:
_ კარგ გზას ადგა და არ უნდა მოსულიყო პოლიტიკაში.
ფიქრია ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგი მომღერალია _ სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.
დათუნა ჯოღელაძე, ოზურგეთი:
_ მივესალმები.
სოფიო ჩხაიძე, ოზურგეთი:
_ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება და მივესალმები.
ფიქრია გიორგაძე, ჩოხატაური:
_ მის პოლიტიკაში მოსვლას ყველა უნდა მიესალმოს. ქველმოქმედი და მისაბაძი ადამიანია.
მაყვალა თოდრაძე, ჩოხატაური:
_ ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ _ მისი საქმის მან იცის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა ხალხისთვის ცუდი არ იქნება.
ნელი ბერძენიშვილი, ჩოხატაური:
_ მოვიდეს, გამიხარდება, კარგი კაცია. ჩოხატაურელია და ძვირფასი პიროვნებაა.
გური ჯინჭარაძე, ჩოხატაური:
_ მივესალმები.
ნადია ლუცი, ლანჩხუთი:
_ კარგი ადამიანია და ბევრი სასიკეთო საქმეც გაუკეთებია. ვნახოთ, რა შეიცვლება მისი პოლიტიკაში მოსვლით.
ლაშა სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ ძალიან საინტერესოა.
ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მისასალმებელია. ძალიან კარგი და სუფთა წარსულის მქონე ადამიანია, სხვებთან შედარებით მაინც.
ზინაიდა ლომთათიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან სასურველია.
ვლადიმერ ჩავლეშვილი, ოზურგეთი:
_ როგორც მომღერალს, პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკოსი, არ მომეწონება.






























































