ევერესტზე ოთხი დღის განმავლობაში 4 მთამსვლელი დაიღუპა, მათ შორის გიდი, ხოლო 2 დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულებს შორის ნიდერლანდების, ავსტრალიის, ინდოეთის მოქალაქეები არიან.
ნეპალის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1990 წლის შემდეგ ყოველ წელს თითო საბედისწერო შემთხვევა ხდება, ხოლო 1953 წლიდან, მას შემდეგ, რაც თენზიგ ნორგაიმ და ედმუნდ ჰილარიმ ევერესტი პირველად დალაშქრეს 200-ზე მეტი მთამსვლელი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, მაისში მთამსვლელები ყველაზე მეტად ცდილობენ ევერესტზე ასვლას, რადგან არსებობს ტენდენცია, რომ ნაკლები ქარია, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი მთაზე მკაცრია და ტემპერატურა -31 დან -4 ფარენგეიტამდე მერყეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს ნეპალში მიწისძვრა მოხდა, აპრილში მთამსვლელებისთვის ევერესტზე ასვლა პირველად გახდა შესაძლებელი.
CNN-ის ცნობით, 2010 წელს ევერესტის კედროუსკის მწვერვალზე 10 ადამიანი დაიღუპა.



































































