"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თემურ სალუქვაძე ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალის ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს.
"მოგმართავთ, თქვენ, "ქართული ოცნების" გურიის წარმომადგენლებო! მგონი, უნდა გრცხვენოდეთ, რამდენი ადამიანის (მათ შორის ჩემიც) თავგანწირული ბრძოლა და შრომა გაატანეთ ქარს, თქვენი 4-წლიანი ნამოღვაწარით! განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც თქვენს გამოჩენამდე, სძლია შიშს და ღირსეულად ებრძოდა ნაციონალურ რეჟიმს. თქვენ უღალატეთ ყველა იმ ღირებულებას, რითაც ერთად მოვიტანეთ 2012 წლის გამარჯვება, დაივიწყეთ ყველა დაპირება, თქვენ ყოველდღიურად ემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას, და რაც ყველაზე საშიში და მიუღებელია, თქვენი არასწორი პოლიტიკით, ამ მოკლე დროში ახდენთ რეჟიმის რეანიმაციას, სხვა რა უნდა დავარქვათ, გუშინ, დაბა ნასაკირალში ჩატარებული არჩევნების შედეგებს! ეს შეურაცხყოფაა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც გულწრფელად უჭერდა მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“. “თავისუფალი დემოკრატებისათვის“, ისევე მიუღებელია თქვენს მიერ ქვეყნის მართვა, როგორც ნაციონალური მოძრაობის მობრუნება ხელისუფლებაში! მივმართავ საზოგადოებას, გული არ გაიტეხოთ, ძალიან მალე მოვა 8 ოქტომბერი, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად წარსულს ჩავაბარებთ საზოგადოებისათვის უკვე მიუღებელ ამ ორ პოლიტიკურ ძალას და მოვიყვანთ ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველ ხელისუფლებას!" – ამბობს თემურ სალუქვაძე.
R


































































