"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას VOICE OF AMERICA ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 25 მაისს, ჟურნალისტის მოსმენის შემდეგ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციები ისმაილოვას მე-40 დაბადების დღესთან დაკავშირებით 40 სხვადასხვა ქალაქში მხარდამჭერი აქციების გამართვას გეგმავენ.
როგორც ცნობილია, ხადიჯა ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში მას გადასახადების გადაუხდელობისა და თანხების გაფლანგვისთვის 7,5 თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამავე თემაზე:
"წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია" – ისმაილოვას საქმე ევროსასამართლოში მიდის