საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსად გიორგი კობერიძის დანიშვნას ნოდარ ჯავახიშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
გიორგი კობერიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ნუგზარ ხუციშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორის მოვალეობას 2016 წლის 9 თებერვალიდან დღემდე ასრულებდა.
გიორგი კობერიძე 2013 -2014 წლებში იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში; 2014-2015 წლებში კი იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.