საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
მუნიციპალიტეტის ცენტრში დღეს საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული პარკი "კრიმანჭული", სადაც ამ წუთებში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს.
ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გახსნა, რომელმაც დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორია მიმოიხილა და 2011 წლის 26 მაისიც გაიხსენა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართველები ქართველებს სასრტიკად გაუსწორდნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ კი, თავისი გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული მებრძოლების პატივისმიგება დამსწრე საზოგადოებასაც სთხოვა.
საკონცერტო პროგრამის დასრულებისთანავე მინი-ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთამენთს სკოლის გუნდები შეეჯიბრებიან.
დასკნითი ღონისძიებები კი ბორის პაიჭაძის ცენტრალურ სტადიონზეა დაგეგმილი, სადაც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრერებს დოღი დაასრულებს.