საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც "გურია ნიუსის" საშუალებით მთელ ქართველ ერს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული.
გუშინ ნამდვილად იყო ცუდი განწყობა, მაგრამ ვფიქრობ დღეს უფრო მეტი სიხარული და ოპტიმიზმი გვმართებს, – ამის შესახებ "გურია ნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
"გუშინ ღამით, როდესაც ამ მოედანზე შეიკრიბნენ ჩვენი მოქალაქეები რათა პატივი მიეგოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდა 26 მაისს, ნამდვილად იყო ცუდი განწყობა, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტი სიხარული და ოპტიმიზმი გვმართებს, ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს, ბედნიერებას და ქვეყნის გამთლიანებას, "-განაცხადა კვაჭანტირაძემ