24 მაისს, ჩოხატაურში, კინოთეატრ „გურიაში“ გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის „ამაღლების“ სოლო კონცერტი, როლის ორგანიზატორი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართულ ხალხური და ქალაქური სიმღერები.
„გურიასა და აჭარაში ყველა სოფელს ჰქონდა საკუთარი სიმღერა, ერთ-ერთი ასეთი სიმღერა გახლავთ "სურების ნადური“, რომელიც ძალიან დიდი სირთულით გამოირჩევა. მასში არის დინამიური აღმასვლა, ასეთი ტალღები არცერთ სხვა „ნადურს“ არ აქვს“, _ აღნიშნა სიმღერის წარდგენისას, ღონისძიების წამყვანმა, კულტურის ცენტრის დირექტორმა თამარ კეკელიძემ.