ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილის გამოქვეყნება პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულებისთანავე დაანონსა:
_ ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერი იქნება მოთხრობილი იმის შესახებ, თუ რას ვაპირებ _ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში, _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა რომ ამ წერილით გახდება ცნობილი რა ფორმით აპირებს ის მმართველი პარტიის მხარდაჭერას.
ამ განცხადებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა წერილი არ გამოქვეყნებულა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების მოლოდინი ორშაბათს დაკმაყოფილდება და წერილი გამოქვეყნდება.
ამის შესახებ ივანიშვილმა გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და სხვა შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.