"დავკითხავთ ბოკერიას და მელიას, კალაძეს – არა," _ ეს განცხადება მთაწმინდაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღესაც დაიკითხნენ, უახლოეს დღეებში კი გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას დაჰკითხავენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით გამოძიების სხვა დეტალებზე შოთაძეს არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს.