უკრაინელმა მფრინავმა, ნადია სავჩენკომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კიევში პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სავჩენკომ ჟურნალისტებთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად აპირებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან უკრაინელ ხალხს მიმართა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში მზად არის პრეზიდენტი გახდეს.
"უკრაინის მოქალაქეებო, თუ გსურთ მე ვიყო პრეზიდენტი, ვიქნები,"_ განაცხადა სავჩენკომ.
ამავე თემაზე
მოსკოვმა ნადია სავჩენკო უკრაინას გადასცა
სავჩენკოს საქმე ევროსასამართლოში მიდის
უკრაინის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო ტერორიზმში დამნაშავედ სცნო