საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტის, ზვიად თხელიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
"შეძრწუნებული ვარ, ხანდას ხეობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჟურნალისტ ზვიად თხელიძის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას", _ წერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა.
ზვიადი ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
მისი ცხედარი მაშველებმა გუშინ, გამთენიისას იპოვეს.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ახლობლებს, კოლეგებს