"ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვის ცენტრის მენეჯერის, ვანო ჭარბაძის თქმით, უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ საჭამიასერში და რამდენიმე დღეში სოფელ ზემოხეთშიც ჩატარდება მსგავსი სამუშაოები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის ფილიალთან აქვს კონტაქტი და პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.
" არა მხოლოდ ზემოხეთში, არამედ მსგავსი შენიშვნები მივეცით თავის დროზე ზოტთან დაკავშირებით, ასევე სურებთან დაკავშირებითაც. . ორივე ადგილზე სამუშაოები ჩატარდა, ეს პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრილია. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ მსგავსი პრობლემა გადაიჭრას სოფელ ზემოხეთში და აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას."- გვითხრა გამგებელმა.
" მალე სოფელ ზემოხეთში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები."– გვითხრა ვანო ჭარბაძემ.
"კავებით დაჭერილი სადენები" – ამ სათაურით "გურია ნიუსმა" ფოტორეპორტაჟი გუშინ გამოაქვეყნა. წლების განმავლობაში ადგილობრივები ხელისუფლებისგან ელექტრო ბოძების და სადენების გამოცვლას ითხოვენ, მაგრამ ამ დრომდე ეს პრობლემა მოუგვარებელი რჩება.
ამავე თემაზე: