"ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ჩემს მეუღლეს ხელფასი არ აუღია 4 თვის განმავლობაში. მუშაობს წყალკანალში, დღესაც მოაკითხეს და წაიყვანეს, იქნებ თვქენ გაარკვიოთ რა არის ამის მიზეზი."- უთხრა "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებმა ლ.მ.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის უფროსს ლევან აფხაზავას, რომელმაც გვითხრა,. რომ მსგავსი პრობლემა მის სისტემაში არ არსებობს, მისი თქმით, შესაძლოა ეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის პრობლემა იყოს.
ქალაქ ოზურგეთში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ დაქირავებული ქვეკონტრაქტორი "წყალკანალ რემნშენი" ასრულებს.
"ოზურგეთიში ვმუშაობთ, წყალმომარაგებაში. ვცვლით ძველ სისიტემებს და ახალს ვამონტაჟებთ. პირველი ეტაპი უკვე დამთავრდა და ეხლა მეორე ეტაპი მიმდინარებს, რომელიც ივლისი ბოლოს დასრულდება"-გვითხრა სამუშაოთა მწარმოებელმა ამირან კაპანაძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ დასაქმებულ მუშებს , თანამშრომლებს ხელფასი 4 თვეა არ აუღიათ, კაპანაძემ დაადასტურა, ხოლო ამის მიზეზად სამუშაოს ბოლომდე შეუსრულებლობა დაასახელა:
" ამ საკითხს მე ვერ ვწყვეტ. მეც ოთხი თვეა არ ამიღია ანაზღაურება. ალბათ როცა ბოლომდე დამთავრება სამუშაოები და ჩავაბარებთ, აგვინაზღაურებენ კუთვნილ თანხას. როცა გვაძლევენ ავანსებს, იმით მასალა უნდა შევიძინოთ"-ამბობს "გურია ნიუსთა" "წყალკანალ რემნშენის" სამუშაოთა მწარმოებელი ამირან კაპანაძე.