პარიზში GOOGLE-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიზი, შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS საფრანგეთის პროკურორის ფინანსურ საკითხებში, ელიანე ჰოულეტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ შევაგროვეთ კომპიუტერული მონაცემები, რის ანალიზსაც თვეები დასჭირდება. იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელი არ გახდება საჭირო მათ შესასწავლად, რადგან ძალიან შეზღუდული რესურსები გვაქვს,"_ განაცხადა პროკურორმა.
როგორც ცნობილია, GOOGLE-ის ოფისის გაჩხრეკა სამართალდამცავებმა ფინანსური დარღვევების გამოვლენის გამო გადაწყვიტეს, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და საფრანგეთის კანონმდებლობას არ არღვევენ.
ამავე თემაზე: