https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურიას” მუნიციპალური ქონების უკანონო განკარგვაში ედავებიან

14:05; 30.05.2016
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის ქონების გასხვისების საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში _ საქმე ისაა, რომ გასულ წელს, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ "გურიას" ხელმძღვანელობამ გრიგოლეთის ბაზიდან, რომელიც 4 235 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით გადაეცა, 31 ათასი ლარის ღირებულების ქონება გაასხვისა. აღნიშნული შემოსავალი კი კლუბმა საკუთარი ინტერესებისამებრ განკარგა.

რახან გრიგოლეთის ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, იქ არსებული ქონების განკარგვის უფლებაც მხოლოდ მუნიციპალიტეტს აქვს. საკრებულოს ოპოზიციური სპექტრი ამგვარ ქმედებაში კრიმინალის ნიშნებს ხედავს და შესაბამისი ორგანოებისგან შესაბამის რეაგირებასაც ითხოვს. _მათი მოსაზრებით, ადგილი აქვს ბაზის ქონების განიავებას.

"გურიამ" წარმოგვიდგინა ანგარიში _ ოფიციალურად, აუქციონის წესით, გაასხვისა ბაზაზე არსებული ჯართი, სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენები და შემოსული თანხაც თავად განკარგა, რითაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა 31 ათასი ლარის დანაკლისი განიცადა. გამგეობის ქონების მართვის სამსახურს აქვს ნუსხა, რომელშიც უნდა ყოფილიყო ეს ქონება აღრიცხული და მისი განკარგვაც მუნიციპალიტეტის მიერ უნდა მომხდარიყო. რატომ მოხდა ეს ჩვენი გვერდის ავლით?! თუ სპორტს ყველანაირად ვერგებით, მაშინ რატომ არ მიეცა საშუალება სპორტულ სკოლას, გაეყიდა საკუთარი ძველი შენობა?! ვფიქრობ, ეს კრიმინალია და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს", _ ამბობს საკრებულოს წევრი გია გოგუაძე.

საფეხბურთო კლუბ "გურიას" იურისტის, ლადო გვარჯალაძის განმარტებით, კლუბის მიერ გრიგოლეთის ბაზიდან მუნიციპალური ქონების გასხვისება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდა და თანხაც საჭიროებისამებრ განიკარგა.

გოგუაძის პასუხად გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გოგი ფაცურია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "იქედან გამომდინარე, რომ ზემონახსენები ა(ა)იპ-იც და გრიგოლეთის ბაზაც ორივე მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, "გურიას" ხელმძღვანელობას გამგეობისგან მიეცა ბაზაზე არსებული ქონების განკარგვის უფლება".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიცია ყურადღებას ბაზის ქონების უკანონო გასხვისებაზე ამახვილებს _ პირველად ამასთან დაკავშირებით სკანდალი ადგილობრივ მედიაში 2013 წელს ატყდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შიდა აუდიტის სამსახურს, რომელსაც მაშინ გოგი ფაცურია ხელმძღვანელობდა, საკითხის შესწავლა დაავალა.

2013 წლის 14 ოქტომბერს, გრიგოლეთის ბაზის მმართველად დაინიშნა ო. ჩხაიძე, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის 31 მაისს შეუწყდა. ამას წინ უძღოდა ბაზის ქონების გასხვისების გამო ადგილობრივ მედიაში ატეხილი სკანდალი, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლა დაავალა, რის დასტური 2014 წლის 27 იანვრით დათარიღებული ზემონახსენები მოხსენებითი ბარათია.

ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საფეხბურთო მოედნის ღობის და სხვა ობიექტების აღსადგენად ო. ჩხაიძის მიერ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დაქირავებული ბრიგადის მიერ (სულ _ 4 წევრი, ხელმძღვანელი დ. ტაკიძე), აღდგენილი იქნა ბაზის ტერიტორიის ღობე 26 გრძ/მ; 2მ. სიმაღლის, სასადილოს შენობაში ორ ოთახში გაყვანილი იქნა ელექტროობა და ჩატარდა სამღებრო სამუშაოები. ასევე ზეპირი შეთანხმებით, აღნიშნულ სამუშაოებში უნდა გადახდილიყო 2 100 ლარი. თანხის მაგივრად ბრიგადას გადასცეს 80 გრძ/მ რკინის მილი (1გრძ/მ შეფასდა 12 ლარად), რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 960 ლარს.

ტერიტორიაზე თავმოყრილი ჯართის ჩაბარების შედეგად აიღეს 750 ლარი, ხოლო ჯართადქცეული წყლის ავზის ჯართად ჩაბარებით _ 210 ლარი, სულ დ. ტაკიძის ბრიგადას აღნიშნული ხელფასის სახით გადაუხადეს 1920 ლარი. გადასახდელი დარჩა 180 ლარი. სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობიდან მოხსნილი შიფერის რეალიზაციით მიიღეს 465 ლარი, რითაც ანაზღაურებული იქნა სპორტული ბაზის და საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონის ელექტროენერგიის დავალიანება.

სოფელ გრიგოლეთში მცხოვრები პავლე თევზაძის მიერ, თავისი ძალებით, წაღებული იქნა აზბოცემენტის მილები _ 10 ცალი, თითოეული 6 გრძ/მ, ერთეულის ფასი 60 ლარი, სულ შეფასებული 600 ლარად, აღნიშნული თანხით ანაზღაურებული იქნა საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტუმართა ბინით მომსახურების დავალიანება. სულ სხვადასხვა სახით საამშენებლო მასალებისა და ჯართის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა 3970 ლარი".

აუდიტის სამსახურს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, მიაჩნია, რომ თვითმმართველი ერთეულის დამატებითი ქონების გასხვისება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურების დაცვით:

1. სახელმწიფოსაგან გადმოცემული თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუდიტორული შემოწმება, საკრებულოს ქონების პრივატიზების შესახებ წინადადებით მიმართვა;

3. პრივატიზების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა ქონების აუდიტორული შეფასების შედეგად განსაზღვრული ღირებულებით (საწყისი წლიური ფასი);

4. პრივატიზების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააუქციონო კომისიის მიერ აუქციონის მოწყობა.

 ზემოაღნიშნული 4 პუნქტიდან მოცემულ შემთხვევაში შესრულებულია მხოლოდ პირველი (რეგისტრაცია საჯარო რეესტრში).

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ "სპორტული ბაზის მმართველმა ო. ჩხაიძემ დაარღვია ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და თავისი შეხედულებით განახორციელა ზემოაღნიშნული კანონშეუსაბამო მოქმედებები".

თავის დროზე გამგებელი ზაზა ურუშაძე იძულებული გახდა ჩხაიძისთვის ხელშეკრულება შეეწყვიტა. უფრო მეტიც, მაშინ ის ამბობდა, რომ თავად იყო დაინტერესებული სიმართლის გარკვევით და ამის დასტური მის მიერ აუდიტის სამსახურისთვის ბაზის საქმიანობის შესწავლის დავალების მიცემა გახლდათ.

თუმცა, ზემონახსენები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მალევე, ქონების უკანონო გასხვისებაში ეჭვმიტანილი ჩხაიძე საფეხბურთო კლუბ "გურიას" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, სადაც დღემდე აგრძელებს საქმიანობას.

დეპუტატმა გია გოგუაძემ გასულ წელს  საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე დასვა საკითხი, იცოდა თუ არა გამგებელმა აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ და თუ იცოდა, რატომ დანიშნა ჩხაიძე საფეხბურთო კლუბ "გურიას" აღმასრულებელ დირექტორად.

იმ სხდომაზე ზაზა ურუშაძემ მაშინდელი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი ფაცურიასკენ მიუთითა, რომ დასკვნაში კანონდარღვევაზე საუბარი არ ყოფილა: "აგერ არის ფაცურია, მის პატიოსნებაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ და ჰკითხეთ, ჰქონდა თუ არა იქ რამე კანონდარღვევას ადგილი?"

ამავდროულად, გამგებელმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გია გოგუაძეს და მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბაზის ქონება უკანონოდ გასხვისდა, შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თქვენ ძალიან გინდათ, რომ ბაზაზე რამე უკანონოდ იყოს, მაგრამ, თქვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის".

აქედან გამომდინარე, მის ოპონენტებს გაუჩნდათ კითხვა _ აფარებს თუ არა ხელს გამგებელი ბაზის ქონების გასხვისების გამო ჩადენილ შესაძლო დანაშაულს და თუ აფარებს, რატომ?

მოხსენებითი ბარათის გახმოვანების შემდეგ, ზაზა ურუშაძემ თქვა, რომ თავის დროზე თავად იყო დაინტერესებული სიმართლის გარკვევით და ხელი არასდროს არავისთვის დაუფარებია: "თუ რამე საპროკურატუროს ხედავთ ამ დასკვნაში, მიმართეთ პროკურატურას", _ განუცხადა მან გია გოგუაძეს.

"მე რა შუაში ვარ?! კაცის დაჭერას არ ვითხოვ, უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ დანიშნეთ ეს ადამიანი ბევრად უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?" _ იკითხა გოგუაძემ.

"მე ვთვლი, როგორც აუდიტის სამსახური მეუბნება, დანაშაულის ფაქტებს იქ არ ქონდა ადგილი და თუ თვლით, რომ ასე არაა, კი, ბატონო, გადავაგზავნოთ პროკურატურაში. მეტი რა ვთქვა", _ უპასუხა გამგებელმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9 თებერვალი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9 თებერვალი, 2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6 თებერვალი, 2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5 თებერვალი, 2026

სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თინა ხიდაშელი: "დადგება მომენტი, როდესაც ყველაფერს მოვყვები"

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო