ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ კილომეტრიანი გზის მოასფალტება დღეიდან დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს "გზამშენი 18" ახორციელებს.
პროექტი გრძელვადიანია. მიმდინარე წელს დასრულდება გზის მშენებლობის პირველი ეტაპი, ხოლო 2017 წელს ნასაკირალის გზა სოფელ მელექედურის საგზაო მონაკვეთს შეუერთდება. ნასაკირალი-მელექედურის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
(R)