სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას DPA-INTERNATIONAL ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი მაშველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლების დატბორვა და ნგრევა გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაიტბორა აუდის ნაწილების მწარმოებელი ქარხანაც.
როგორც ცნობილია, მაშველეები, მეხანძრეები, საჯარო სამსახურის პერსონალი, წითელი ჯვრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, ასევე მოხალისეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.