31 მაისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 06:00 საათიდან 07:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლანჩხუთი-წევა“ 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „საჯავახო“, „ნაგომარი“ და „ნიგვზიანზე“ აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 6643 აბონენტს (ქალაქი ლანჩხუთი და აცანა, მამათი, შუხუთი, ნიგოეთი, გვიმბალაური და მიმდებარე სოფლები).
ასევე, 2 ჯერ 5 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრში შეეზღუდებათ ქვესადგურებს: ლესა, ხიდმაღალა, 35 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „ჩოლოქის“ მომხმარებლებს _ სულ 10347 აბონენტს.
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.