საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა მანამდე ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომლის დასკვნაც გასულ კვირას გამოქვეყნდა.
"ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო.
ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა.
ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერმინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის", _აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ვადა 3 ივნისს ეწურებოდა.